23:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-11 20:54:38, 1632 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი მედვედევის მიერ შექმნილი ფონდის დაფინანსებით, თბილისში ფორუმი გაიმართება

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის დაფინანსებით, 13-14 ოქტომბერს თბილისში ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმი გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსული სახელისუფლებო ფონდის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ფონდის ცნობით, ფორუმის მიზანია რუსი და ქართველი ახალგაზრდების ურთიერთობისთვის საერთო სივრცის შექმნა. 

"პროექტი ხელს შეუწყობს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დალაგებას და დიალოგის დამყარებას. მონაწილეები შეიმუშავებენ საქართველოში რუსული დიასპორის სტატუსის გაზრდის მექანიზმებს, მათ შორის საქართველოში ამ დიასპორის გაზრდის მიმართულებით. ფორუმში მონაწილეობას ქართველი და რუსი პოლიტიკოსები, მეცნიერები, კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები და ახალგაზრდა ლიდერები მიიღებენ", - ნათქვამია მედვედევის მიერ დაფინანსებული ფონდის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულებით შეიქმნა. მისი დამფუძნებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა.

შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გრანტით დაფინანსებული მედიაფორუმი გაიმართა. ფორუმის პარალელურად მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics