|
2018-10-10 20:58:45, 1314 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზა“ დღეს დილით, მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება. ამასთან, „საქართველოს რკინიგზა“ ხვალ მედიის წარმომადგენლებს მედია ტურზე იწვევს, სადაც მათ საშუალება ექნებათ, მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათავლიერონ. „მოგეხსენებათ, რომ ,,საქართველოს რკინიგზა“ უღელტეხილის მონაკვეთზე არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის (ზესტაფონი-ხარაგაული, მოლითი-ქვიშხეთი) მოდერნიზაციის პროექტს, რომლის სამშენებლო სამუშაოები სრულდება შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სამშენებლო სამუშაოებზე, ასევე შრომით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კონტრაქტორ ორგანიზაციას. საქართველოს რკინიგზა ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას. ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ხვალ მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მედია ტურზე. უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით, ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ გადაიღონ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები. ხვალ დილით, 11 საათზე, საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისთან, თამარ მეფის 15-ში ველოდებით ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს, რათა ერთად გავემგზავროთ ქვიშხეთში და მედიის წარმომადგენლებმა შეძლონ მათთვის საინტერესო კადრების გადაღება და შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
(R)
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)