|
2018-10-10 09:28:37, 774 ნახვა
საზოგადოება
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters / ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდგა, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა. 9-14 ოქტომბრის დღეებში ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი დატვირთული ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგება. საქართველოს პავილიონში, საქართველოს ეროვნულ და თემატურ სტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის გახსნის ცერემონიალი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ოფიციალური გახსნის შემდეგ გაიმართა. პავილიონი საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად გახსნეს. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ქართული პროგრამა პავილიონში ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით გაიხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უნიკალური ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ვიდრე ნიუ-იორკში გაეროს არტ-კოლექციაში დაიდებს ბინას, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინა, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში. 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters / ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდგა, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა. 9-14 ოქტომბრის დღეებში ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი დატვირთული ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგება. საქართველოს პავილიონში, საქართველოს ეროვნულ და თემატურ სტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის გახსნის ცერემონიალი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ოფიციალური გახსნის შემდეგ გაიმართა. პავილიონი საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად გახსნეს. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ქართული პროგრამა პავილიონში ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით გაიხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უნიკალური ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ვიდრე ნიუ-იორკში გაეროს არტ-კოლექციაში დაიდებს ბინას, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინა, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი კულტურული და 500-მდე ლიტერატურული აქტივობა. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის საშემოდგომო პროგრამა დატვირთულია ლიტერატურული, საგამოფენო, მუსიკალური, კინოსა და თეატრალური ღონისძიებებითა და კულინარიული შოუებით. ფრანკფურტის წამყვანი კულტურული ინსტიტუციები და სივრცეები უმასპინძლებენ 11 გამოფენას სადაც წარმოდგენილი იქნება, როგორც არქეოლოგიური ხანის ექსპონატები, ასევე თანამედროვე ქართული ხელოვანების შემოქმედება, ფოტო გამოფენები. მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამის ფარგლებში ბაზრობის კვირეულის დროს ფრანკფურტის ცნობილი საკონცერტო სივრცეები და ფესტივალები უმასპინძლებენ მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს, მათ შორის ლიზა ბათიაშვილს, ბექა გოჩიაშვილს, ნიკოლოზ რაჭველს და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, გორის ქალთა კამერულ გუნდს და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს. ფრანკფურტის გერმანიის კინომუზეუმში კი ნაჩვენები იქნება 20-მდე ქართული ფილმი, როგორც ქართული კინოს კლასიკა, ასევე თანამედროვე ეპოქაში წარმოებული და საერთაშორისო ფესტივალებსა და ფორუმებზე წარმატებული ქართული ფილმები. ფრანკფურტის, კარლსრუესა და მარბურგის წამყვან თეატრალურ სივრცეებში წარმოდგენილი იქნება ქართალური თეატრალური დასების 14 სპექტაკლი. 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის კონცეფცია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაკვეთით მარკეტინგულმა კომპანიამ connect 2016 წელს შექმნა. კონცეფციის - ანბანით მოთხრობილი საქართველო / Georgia Made by Characters ტექსტის ავტორი თანამეროვე მწერალი აკა მორჩლაძეა, ხოლო ბრენდინგი გია ბოხუას, კახა კახაძეს და თაკო ჭაბუკიანს ეკუთვნის. ამ კონცეფციის იდეის მიხედვით ცენტრისა და JWT Metro-ს თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ცნობილი ანიმაციური ვიდეო რგოლი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ქართული ანბანის 33 ასონიშნით აცნობს საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ლიტერატურას.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)