|
2018-10-09 17:12:33, 1230 ნახვა
საზოგადოება
სპეციფიკური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ახალი ვალდებულება ამოქმედდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების და სსაუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საკითხები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მიმართა. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ევროპაში დანერგილი ნარჩენების მართვის წარმატებული მოდელია. ნოდარ კერესელიძემ ყურადღება პროდუქციის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ადამიანისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე პასუხისმგებლობის აღების საკითხებზე გაამახვილა. „ჩვენ ვიწყებთ აქტიურ საჯარო კონსულტაციებს კერძო სექტორთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სხვა საჯარო უწყებებთან. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გავითვალისწინოთ ბიზნეს სექტორის ინტერესები, მაგრამ არ დავაზარალოთ ნარჩენების მართვის კოდექსში გათვალისწინებული მიზნები“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. „ევროკავშირი საქართველოს აქტიურად ეხმარება. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა საქართველოს გარემოსდაცვით სფეროში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ქვეყანას და მალე ვნახავთ პირველად შედეგს“, - განაცხადა ევროკავშირის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, აღსანიშნავია, რომ, ყოველწლიურად, საქართველოში, დაახლოებით, 900 000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება. საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრულია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა სპეციფიკური ნარჩენებისთვის, რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან უნდა შევიდეს. სპეციფიკურ ნარჩენებს განეკუთვნება: შეფუთვის ნარჩენები (პლასტმასი, ქაღალდი, მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, გამოყენებული ბატარეები და აკუმულატორები.
(NS)
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)