|
2018-10-09 15:01:02, 994 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაცია ევროკავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა. „ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საფუძველზე ბუნებრივად შეიქმნა გარკვეული პლატფორმა სამოქალაქო სექტორსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის. ამ თანამშრომლობისთვის მე, პირველ რიგში, გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს და რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო სამოქალაქო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებთან ერთადაც ეფექტურად ვმუშაობთ. ჩვენ ხშირად ვდაობთ, ხანდახან გვაქვს ძალზედ მწვავე დისკუსიები, ზოგ თემებში ვთანხმდებით, ზოგ თემებში ვერ ვთანხმდებით, თუმცა ვთვლით, რომ სამოქალაქო წარმომადგენლების ფაქტორი დღეს ჩვენ ქვეყანაში, დემოკრატიის განვითარების ამ ეტაპზე, ინსტიტუტების გაძლიერებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგალითზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ინსტიტუტების უფრო ეფექტიანი მუშაობისთვის. ამ ბალანსის შექმნა შეუძლებელია მსგავსი თანამშრომლობის გარეშე, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც დღეს აქ ხართ, იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად ვერ შევძლებთ ამ სამოქალაქო გარემოს განვითარებას. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ჩვენი პასუხისმგებლობის დოზაც, დონეც და დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად მწვავე დისკუსიებისა და ზოგჯერ მწვავე შეფასებებისა ამას ცალსახად გვაქვს გააზრებული პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე და ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლებს და ასევე, ყველა იმ ადამიანს და იმ ორგანიზაციას, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ღონისძიების ჩატარებას. მსგავსი ღონისძიებები წარმოადგენენ პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთთან მწვავედ ვისაუბროთ, ზოგჯერ დავეთანხმოთ ერთმანეთს, ზოგჯერ არა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)