|
2018-10-05 13:07:16, 2246 ნახვა
საზოგადოება
ფესტივალი „განდაგანა“ ხვალისთვის გადაიდო
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“, რომელიც ბათუმში დღეს უნდა გამართულიყო უამინდობის გამო გადაიდო. ფესტივალი ევროპის მოედანზე 6-7 ოქტომბერს ჩატარდება. მცირედი ცვლილებებია მუსიკალურ პროგრამაშიც. ზვიად ბოლქვაძის, სოფო ბათილაშვილისა და ბენდი „ნიუტონი“-ს მუსიკალური ნომრები, რომლითაც ფესტივალი უნდა დახურულიყო 7 ოქტომბერის ნაცვლად ხვალ გაიმართება. უცვლელი რჩება ფესტივალის ძირითადი პროგრამა. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების -„ბერმუხა“, „ელესა“, „ხორუმი“, „ათძალი“, „კოლხა“ , „მაჭახელა“, „ქობულეთი“, „ფესვები“- სა და „შუახევი“-ს ფოლკლორულ წარმოდგენებს დაესწრონ. 7 ოქტომბერს, ფესტივალი ბენდების „ასეა სულ“ და „ლურჯი იალქანი“ მუსიკალური პროგრამით დასრულდება. ორივე დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: განდგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. კვირას გაიმართება ყურძნის დაწურვის ტრადიციული ცერემონიაც, რომელში მონაწილეობის მიღებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სოფლის ტურიზმის ფესტივალი განდგანა აჭარაში 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაციაა.
(NS)
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)