20:37 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 12:23:08, 1708 ნახვა

საზოგადოება
გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაზე - რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის მიზანია, ცენტრს ჩრდილი მიაყენოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რუსულ მედიაში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ განაცხადა, მსგავსი ტიპის დეზინფორმაციების მიზანია საქართველოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის საქმიანობას ჩრდილი მიაყენოს. მანვე დასძინა, რომ ყველანაირი ეჭვის გასაფანტად, ცენტრში მრავალი მედია ტური მოეწყო, რომელშიც მათ შორის რუსმა ჟურნალისტებმაც მიიღეს მონაწილეობდა. 

"უკანასკნელ რამდენიმე კვირაში რუსულ მედიაში კვლავ გააქტიურდა გაუგონარი სიცრუისა და ცილისწამების ნიაღვარი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რასაც მხარი აუბეს რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი წარმოადგენს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიულ ერთეულს. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის რეფერალური დაწესებულება. ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საერთშორისო წესებით საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცენტრში. ამასთან, BSL-3 სივრცეში დაშვება აქვთ მხოლოდ ქართველ მკვლევარებს. ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა-წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ კატეგორიულად უარყო ადამიანებთან დაკავშირებული ექსპერიმეტები. მისივე თქმით, კვლევით ცენტრის დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა და აღსანიშნავია, რომ ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორიაში წვდომა მხოლო ქართველ მკვლევარებს აქვთ. 

მისივე თქმით, რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველო გაერო-ის კონვენციის შესაბამისობის საერთაშორისო სავარჯიშოს მოცემულ ობიექტზე მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს უმასპინძლებს.

„აღნიშნული ღონისძიება ტარდება საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბიო-ექსპერტები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. საგულისხმოა, რომ მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს, სამწუხაროდ, მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე. რიჩარდ ლუგარის ცენტრის ფუნქციონირების გამჭვირვალობის ნათელ დასტურს წარმოადგენს რუსი ჟურნალისტებისა და ბიოექსპერტების ხშირი ვიზიტები, რის ფარგლებში მათ საშუალება მიეცათ დეტალურად გაცნობოდნენ კვლევების შინაარსობრივ ნაწილსა და ცენტრის საქმიანობას. მათ შორის ჯანმოს ღონისძიებების ფარგლებში, რომლის დროსაც რუსი ექსპერტები პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც ატარებდნენ ლაბორატორიაში", - განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics