19:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 11:40:47, 1631 ნახვა

საზოგადოება
ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო

ბათუმში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ  ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თურქულ მხარესთან  მიღწეული შეთანხმებით, პირველ ეტაპზე გაიცემა 1 500 ნებართვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, თურქული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს,  ქართულ მხარეს გადასცეს დამატებითი ნებართვები. მომსახურების ოფისები ადგილზე ნებართვების გასაცემად  შაბათ-კვირასაც იმუშავებენ.

„ჩვენ შევასრულეთ ტრაილერების მძღოლებისთვის მიცემული პირობა, მივაღწიეთ თურქულ მხარესთან შეთანხმებას და დღეიდან დავიწყეთ გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა. პროცესი მიდის მშვიდად, ვიმუშავებთ შაბათ-კვირასაც იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცეთ თურქეთის მიმართულებით გადაზიდვებზე მომუშავე მძღოლებს სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობა", - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტრაილერების მძღოლებმა, რომლებიც თურქეთში ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობენ, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი უკავშირდებოდა იმას, რომ ორ თვეზე მეტი დროის განმავლობაში თურქული მხარე თურქეთში ცარიელი შესვლისთვის საჭირო  სპეცნებართვას არ გასცემდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავალებით, ბათუმში მძღოლებთან შესახვედრად დაუყონებლივ გაემგზავრა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს აუხსნა შექმნილი ვითარება და მათ პირობა მისცა, რომ თურქულ მხარესთან აქტიური მუშაობის შედეგად ნებართების გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყებოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics