18:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 17:42:46, 1507 ნახვა

საზოგადოება
ფედერაცია: ისრაელში 6 მოყვარული მოფარიკავე არალეგალურად დარჩა

ისრაელში 6 მოყვარული მოფარიკავე არალეგალურად დარჩა, - ამის შესახებ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ბაზაძემ განაცხადა.

ბაზაძის თქმით, შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიაწოდეს. 

„მოყვარულმა სპროტსმენებმა მიმართეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას, რომ უნდოდათ ისრაელში წასვლა და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად საწვრთნელი შეკრების ჩატარება. საქართველოს ფედერაციამ მიმართა ისრაელის ფარიკაობის ფედერაციას, რომ გამოეგზავნათ მოწვევა, რაზეც დასტური მივიღეთ. ისრაელის ფარიკაობის ფედერაცია საქმის კურსში იყო, რომ მოყვარული სპორტსმენები ჩადიოდნენ. 6 მოყვარული მოფარიკავე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტ ზაზა მჭედლიძესთან და გენერალურ მდივან დავით სახვაძესთან ერთად შევიდნენ ქვეყანაში. გამოვიდა ისე, რომ სპორტსმენები დარჩნენ, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი უკან დაბრუნდნენ. მჭედლიძემ და სახვაძემ, საქართველოში დაბრუნებისთანავე, წერილობით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ისრაელის ფარიკაობის ფედერაციამ კი საქმის კურსში ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია ჩააყენა", - განაცხადა ბაზაძე. 

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას სანქციები დაუწესდა (5000 ფრანკის ოდენობით). აგრეთვე, ზაზა მჭედლიძე და დავით სახვაძე გარკვეული დროით დისკვალიფიცირებულნი არიან.

ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics