|
2018-10-01 18:49:24, 1315 ნახვა
საზოგადოება
2 ოქტომბერს თავისუფლების მოედნიდან უნიკალური კლასიკური ავტომობილების რალი აიღებს სტარტს!
2-14 ოქტომბერს საქართველოში კლასიკური ავტომანქანების რალი, სახელწოდებით „Peaks of the Caucasus”, გაიმართება. ორი კვირის განმავლობაში რალის მონაწილეები ავტომანქანებით იმოგზაურებენ საქართველოს სხვადასხვა მხარეში და ჯამში 2,235 კილომეტრს დაფარავენ. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა სამოცამდე უცხოელი ბიზნესმენი, რომლებიც თითქმის ყველა კუთხეს მოივლიან. ინიციატივა „Peaks of Caucasus”-ის შესახებ ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად 2005 წელს იტალიაში კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia“ ჩატარდა. „რალი ხშირად დაძაბული და მაღალ სიჩქარეზე ორიენტირებულია, ვიდრე უბრალოდ სიამოვნებაზე. 2005 წლიდან დღემდე ჩვენი ორგანიზებით 25-ზე მეტი რალი 6 ქვეყანაში ჩატარდა. ყველა მათგანი ერთი მთავარი ნიშნით ხასიათდება : „რალი ღიმილით“. - ბარტ კლაინი მორიგ რალიში, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს, 9 ქვეყნის წარმომადგენელი 29 პილოტი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან თითოეულს საკუთარი კო-პილოტი ეყოლება. ავტომობილები საქართველოში კონტეინერებით და სატვირთო მანქანებით ტრანსპორტირდება. მათი ძირითადი ნაწილი ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი ავტომობილი, რომელიც Peaks Of Caucasus-ში მონაწილეობს Vauxhall 30/98 1922 წელს არის გამოშვებული, ხოლო უახლესი - Jaguar Mark V Dropead Coupe - 1951 წელს. ავტომობილები სტარტს 2 ოქტომბერს, 09:00 საათზე თავისუფლების მოედნიდან აიღებენ. რალის გახსნაზე დასწრება თავისუფალია. Peaks of the Caucasus-ის მარშუტი ასეთია: 2 ოქტომბერი: თბილისი - ვარძია (230 კმ) 3 ოქტომბერი: ვარძია - ბორჯომი (110 კმ) 4 ოქტომბერი: ბორჯომი - წყალტუბო (200 კმ) 5 ოქტომბერი: წყალტუბო - წყალტუბო (195 კმ) 6 ოქტომბერი: წყალტუბო - მესტია (210 კმ) 7 ოქტომბერი: მესტია - უშგული - მესტია (100 კმ) 8 ოქტომბერო: მესტია - წყალტუბო (230 კმ) 9 ოქტომბერი: წყალტუბო - თბილისი (260 კმ) 11 ოქტომბერი: თბილისი - სიღნაღი (170 კმ) 12 ოქტომბერი: სიღნაღი - ლოპოტა (165 კმ) 13 ოქტომბერი: ლოპოტა - ყაზბეგი (230 კმ) 14 ოქტომბერი: ყაზბეგი - თბილისი (135 კმ) 14 ოქტომბერს შატო მუხრანში გამოვლინდებიან პირველი 3 ადგილის მფლობელი პილოტები. დაჯილდოების ცერემონიალზე მონაწილეებს სპეციალურად თიბისისგან ზვიად ციკოლიას დიზაინით დამზადებული პრიზები გადაეცემათ. „Peaks of the Caucasus”-ის მთავარი პარტნიორები არიან: თიბისი, Gulf, სილქნეტი, Tsikolia Watches, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics, Prewarcar.
(R)
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)