|
2018-10-01 18:30:56, 1309 ნახვა
საზოგადოება
2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 239.5 მილიონი ლარით იზრდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2018 წლის გეგმასთან შედარებით 239.5 მლნ ლარით იზრდება და 3 863.1 მლნ ლარს შეადგენს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%). ამის შესახებ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 684.2 მლნ ლარი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან; ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 1 048.6 მლნ ლარამდე; მათ შორის: - მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის - 754.0 მლნ ლარი; - იმუნიზაცია - 22.4 მლნ ლარი; - C ჰეპატიტის მართვის პროგრამა - 16.0 მლნ ლარი; - ტუბერკულოზის მართვა - 15.7 მლნ ლარამდე; - აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა - 12.5 მლნ ლარზე მეტი; - ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა - 12,2 მლნ ლარი (გაზრდილია 3,0 მლნ ლარით); - დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია - 36.3 მლნ ლარი; - ფსიქიკური ჯანმრთელობა - 24.0 მლნ ლარი (გაზრდილია 3,0 მლნ ლარით); - დიაბეტის მართვა - 13.5 მლნ ლარი; - სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება - 44.7 მლნ ლარი; - სოფლის ექიმი - 26.0 მლნ ლარი; - რეფერალური მომსახურება - 20.0 მლნ ლარი; - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 20.0 მლნ ლარი (გაორმაგდა პროგრამის დაფინანსება) და სხვა. სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის - 20.0 მლნ ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 42,7 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ ამავე მიზნობრიობით საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 50,0 მლნ ლარი, შესაბამისად დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს 92,7 მლნ ლარს. „ამ ეტაპზე წარმოდგენილია 2019 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი და აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის განხილვების პროცესში გაგრძელდება კონსულტაციები, როგორც მთავრობის სტრუქტურებს შორის, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, მათ შორის მიმდინარეობს მუშაობა მცირეწლოვანი ბავშვების სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დახვეწის მიმართულებით და ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეული კორექტირებები“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)