2018-10-01 13:03:52, 1890 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 1-ელი იანვრიდან პენსია გაიზრდება
საქართველოში 2019 წლის პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ ცვლილებას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს. საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1.925 მილიარდი ლარია გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს პენსია 2016 წლის ივნისში გაიზარდა და 180 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,