|
2018-09-29 19:49:22, 3052 ნახვა
საზოგადოება
„ანაკლიის თასი 2018“-ის გამარჯვებულები ცნობილია
საცხენოსნო დოღი "ანაკლიის თასი", რომელიც 29 სექტემბერს სოფელ ინგირში "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ორგანიზებით ჩატარდა, დასრულებულია. დოღში მონაწილეობა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა და საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" და თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწონელია, სამეგრელოს რეგიონის მაცხოვრებლები და სხვა სტუმრები. "ანაკლიის თასი 2018"-ს საპრიზო ფონდი 25 ათას ლარს შეადგენდა და ის რამოდენიმე ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე დოღში ქართული ჯიშის ცხენები, მეორე ეტაპზე - ინგლისური ჯიშის ორწლიანი, ხოლო მესამე ეტაპზე ინგლისური ჯიშის სამწლიანი ცხენები მონაწილეობდნენ. დოღის ასპარეზობებს შორის ცხენოსნები ერთმანეთს ცხენბურთში შეეჯიბრნენ, რაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ქართული ტრადიციული თამაშის გახსენებასა და აღდგენას ემსახურებოდა. დოღის გამარჯვებულები გახდნენ: თორნიკე თოდრია, საბა ეხვაია და აზერო ალიევი. ასევე, საპატიო პრიზი გადაეცა დოღის უხუცეს მონაწილეს, სამტრედიელ პავლე კაპანაძეს. საპრიზო ფონდი სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულებზე გადანაწილდა. ასევე, გამარჯვებულებს მისი დამზადებული საათები გადასცა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ. 2018 წლიდან "ანალკლიის თასი'' ყოველწლიური გახდება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს. "ცხენოსნობა მხოლოდ სპორტი არ არის. ის ჩვენი ხასიათი, კულტურა და ტრადიციაა. ადრე ენგურის ხიდთან ყოველწლიურად იმართებოდა ქართველი და აფხაზი ცხენოსნების შეჯიბრი. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ საერთო კავკასიური და ქართული მხედრული ტრადიციები, მხარი დავუჭიროთ ქართული საცხენოსნო სკოლის განვითარებასა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე გატანა ვცადოთ“, - განაცხადა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ერთად საცხენოსნო შეჯიბრის მხარდამჭერები "თიბისი ბანკი", სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი იყვნენ.
(R)
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)