17:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 19:32:06, 1879 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია: იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება.

მათი განმარტებით, იუსტიციის სახლში დღის განმავლობაში დაფიქსირებული ტაქსის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა თითქმის იდენტურია წინა დღეებში დაფიქსირებული რიცხვისა და მოთხოვნა არსებითად არ გაზრდილა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ტაქსების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, რამაც თითქოს გამოიწვია იუსტიციის სახლის მუშაობა შეფერხება.

განვმარტავთ, რომ იუსტიციის სახლში დღის განმავლობაში დაფიქსირებული ტაქსის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა თითქმის იდენტურია წინა დღეებში დაფიქსირებული რიცხვისა და მოთხოვნა არსებითად არ გაზრდილა.

როგორც იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, დღეს იუსტიციის სახლში მიმდინარეობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია. შესაბამისად, აღნიშნული მიზეზის გამო, ჭარბი მიმართვიანობა დაფიქსირდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ, სხვა ქალაქების იუსტიციის სახლებშიც.

რაც შეეხება ტაქსების რეგისტრაციას, იგი 1 აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის აღება შესაძლებელია, როგორც ელექტრონული ფორმით, ისე თბილისის ათივე რაიონის გამგეობაში. 21 აგვისტოდან ნებართვის მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლშიც. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქის მერიამ არაერთხელ გაავრცელა, ტელეეთერებში გადიოდა შესაბამისი ვიდეორგოლები, ასევე, არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს დროული რეგისტრაციისკენ თბილისის მერმა. ამჟამად გაცემულია 9500-ზე მეტი ნებართვა.

 აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე, ტაქსებს 1 ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება.“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics