17:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 18:44:22, 1538 ნახვა

საზოგადოება
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის არქივი საქართველოს გადმოეცა

 საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების  აკაკი და კიტა ჩხენკელების საუკუნოვანი არქივი საზეიმოდ გადაეცა.

 საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არქივში დაცული მასალა ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესწავლისთვის. „მოხარული ვარ, რომ დღეიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და არა მარტო მათთვის, ხელმისაწვდომია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელისა და მისი ძმის, გამოჩენილი ქართველი ლინგვისტის კიტა ჩხენკელის არქივებში დაცული მასალები. ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ არქივის საქართველოსთვის გადმოცემა მოხდა წელს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს„- განაცხადა ზვიად გონაძემ.

 ზვიად გონაძემ მადლობა გადაუხადა ჩხენკელების არქივის მემკვიდრეებს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს,  შვეიცარიაში საქართველოსთან მეგობრობის გაერთიანების პრეზიდენტს თომას ჰოიზერმანს და ქალბატონ და ბატონ კრაიერებს, რომლებმაც უზრუნველყვეს არქივის დიგიტალიზაცია და ორიგინალთან ერთად, თსუ-ს ბიბლიოთეკას ციფრული ვერსია გადასცეს.

 აღსანიშნავია, რომ უნიკალური არქივი, რომელშიც   დაცულია ათასობით დოკუმენტი, პირადი წერილი, დიპლომატიური მიმოწერა და  ქართველ მოღვაწეთა ბიოგრაფიული ცნობები, აკაკი ჩხენკელმა, უმცროს ძმას -  კიტას უანდერძა, რომელიც ციურიხის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. კიტა ჩხენკელმა კი, თავის მხრივ, აღნიშნული  მემკვიდრეობა ციურიხის უნივერსიტეტის თანამშრომელს ლეა ფლურის დაუტოვა. ფლურის გარდაცვალების შემდეგ არქივი გამომცემლობასთან ერთად მარიანა და ტომას კრაერების, ტომას ჰოიზერმანისა და მიხეილ სვიმონიშვილის მფლობელობაში გადავიდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics