17:39 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 17:07:24, 886 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრმა „NEO შავი ზღვის ასამბლეის“ მონაწილეებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება გააცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  "NEO შავი ზღვის ასამბლეაზე"  მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო ღონისძიებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე დაესწრო.

ბლოკჩეინის თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე  საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა მიიღო მონაწილეობა. მან ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს , ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სარეგისტრაციო წარმოებაში გამოყენების მიმართულებით საჯარო რეესტრის გამოცდილება, შესაძლებლობები და გამოწვევები გააცნო.  საუბარი ასევე შეეხო უძრავი ქონების ტრანზაქციებში სანდო კონტრაქტების დანერგვას და მესამე მხარის დადასტურების გარეშე მყისიერი ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვით   მიღწეული წარმატება ხელს უწყობს  მსოფლიო „Doing Business" რეიტინგში ქვეყნის მოწინავე პოზიციების შენარჩუნებას.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველია, რომელიც 2017 წლის თებერვლიდან უძრავი ქონების  რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. სახელმწიფო რეგისტრაციებსა და ტრანზაქციებში ბლოკჩეინის დანერგვის მთავარი უპირატესობა ამონაწერის სანდოობა და უსაფრთხოების გაზრდაა.  დღეის მონაცემებით სისტემაში მილიონ ხუთასი  ათასზე მეტი ამონაწერია გაგზავნილი. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭირვალესა და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის, ეს სერვისი მოქალაქეებისთვის უფასო და კომფორტულია.

"NEO შავი ზღვის ასამბლეა"  საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, ეკონომისტებსა და ანალიტიკოსებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საჯარო სექტორში დანერგვის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია  გაუზიარონ .

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
„გაიარე მეტი“ Bridgestone-თან ერთად - თბილისში „თეგეტა მოტორსის“ მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
თურქეთმა სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვები გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics