21:36 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 12:24:25, 1405 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარიამ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

დღეს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სახელით, ვიცე-პრემიერ და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად, საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკო.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics