16:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 10:52:15, 1534 ნახვა

საზოგადოება
„ახმეტელის თეატრის“ წინ ავტოსადგომის ნაცვლად, ახალი სკვერი მოეწყო

ვასაძის ქუჩაზე, „ახმეტელის თეატრის“ წინ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილობრივი მცხოვრებლები ავტოსადგომის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ. 

სამუშაოების ფარგლებში, 2 000 კვ.მ ფართობზე, სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა, მოეწყო მოსასვენებელი პავილიონები, ხოლო საფეხმავლო ბილიკები გრანიტისა და მარმარილოს ფილებით მოპირკეთდა. 

ახალ რეკრეაციულ სივრცეში საზოგადოებრივი კოლეჯის - „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ სტუდენტების მიერ სხვადასხვა ტექნოლოგიით შექმნილი ნამუშევრებიც გამოიფინა.

ნამუშევრების გამოფენა და დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად დაათვალიერა.

„გლდანის რაიონის გამგეობამ რეაბილიტაცია კიდევ ერთ სკვერს ჩაუტარა. აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად გამოიყენებოდა, დღეს კი აქ ლამაზი სივრცე გვაქვს. აღნიშნული სკვერით, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე თეატრში მოსული სტუმრები ისარგებლებენ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.   

სკვერის მოწყობის სამუშაოებზე, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „გრინსერვისი+“-მა განახორციელა, 174 266 ლარი დაიხარჯა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics