16:34 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 13:28:22, 1629 ნახვა

საზოგადოება
„მთელი ხელისუფლება კობახიძის ჩათვლით, სუბელიანის შნირები არიან“ - შვილმოკლული მამების პროტესტი გრძელდება

საქართველოს პარლამენტის შენობასთან შვილმოკლული მამების პროტესტი 2 კვირაზე მეტია გრძელდება.

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლების გადადგომას და მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს და საზოგადოებას მოუწოდეს, რომ შვილმოკლულ მამებს გვერდით დაუდგნენ.

როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  ხელისუფლების წარმომადგენლები პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის მიერ მართულები არიან.

„მთელი ხელისუფლება კობახიძის ჩათვლით, არიან ვირთხის დღეში. აღარ იციან, რა თქვან ამ საქმესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ყველანი სუბელიანის შნირები არიან, რომელთაც უნდათ ამ აქციას სისულელე ელფერი შესძინონ. რას ჰქვია „ნაციონალების“ აქცია და რას ჰქვია „ოცნების“ აქცია. მოვითხოვ, „ოცნების“ დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბონ ერთ დღეს, მივალ, რომელ დღესაც უნდათ და პირდაპირ დაველაპარაკები და დავსვამ რამდენიმე კითხვას. ვნახოთ, რა პასუხს გამცემენ. ყველა სუბელიანის მონაა, სუბელიანი ყველას თავის ჭკუაზე ათამაშებს, რომ კალანდია პასუხისგებაში არ მისცენ. სუბელიანის დაკავება იყო შეთანხმება, რომ აუცილებლად უნდა ჩამჯდარიყო, რომ ის მუხტი ჩამქრალიყო ხალხში“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში შვილმოკლული მამების პროტესტს „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია უწოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics