|
2018-09-25 18:20:36, 1799 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და საინფორმაციო თანამშრომლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების განხილვასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას. ასევე აფხაზური ენის განვითარებაზე ერთობლივ ზრუნვასა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის სრულყოფას; ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთობლივი პრემიის დაწესებასა და მინიჭებას. „დღეს ჩვენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან მემორანდუმი გავაფორმეთ, რომელშიც აკადემიურადაა ჩამოყალიბებული ჩვენი თანამშრომლობის მთავარი მიმართულებები. ამით ჩვენ საქვეყნოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენ განათლებული და წარმატებული აფხაზეთი გვინდა! გვინდა მათი იდენტურობის შენარჩუნება და განვითარება. ამ დიად საქმეში კი მეცნიერება გადამწყვეტი როლს ასრულებს. უდიდესი მნიშვნელობისაა ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად ერთობლივი პრემიის დაარსება და მინიჭება!“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრები, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ ჟორდანია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
(NS)
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)