15:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-25 12:54:47, 1612 ნახვა

საზოგადოება
თბილისსა და მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო

თბილისსა და მარნეულში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო. 

ამ თემასთან დაკავშირებით,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. 

თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა  342 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.  ამ ეტაპზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად,  2-ოთახიანი და 3-ოთახიანი ბინები განაწილდება.  გარდა ამისა, თბილისში რამდენიმე  ნგრევადი ობიექტი დაიხურება. 

მარნეულში გრძელვადიანი განსახლების მოთხოვნით განაცხადებს ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები შეავსებენ.  მარნეულში საცხოვრებელი ფართი 18 დევნილ ოჯახს გადაეცემა.  

იმ დევნილმა ოჯახებმა კი, ვინც უკვე შეავსეს განაცხადი, დამატებითი დოკუმენტაცია მხოლოდ ახალი გარემოების არსებობის შემთხვევაში უნდა წარმოადგინონ. განაცხადების მიღება 2018 წლის 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.   დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება  როგორც სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში (თბილისი - თამარაშვილის ქ.N15ა, ზუგდიდი - ხუბულავას ქ.N6, ქუთაისი - აბაშიძის ქ.N28), ისე იუსტიციის სახლის ნებისმიერ  ფილიალში შეუძლიათ. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს ახალი პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების ერთიანი ელექტრონული ბაზა შეიქმნა. ერთიან ელექტრონულ ბაზაში  უკვე შევსებული  30 000-ზე მეტი განაცხადიც აიტვირთა.    
პარალელურად, შეიქმნა ვებ-გვერდი (http://scoring.mra.gov.ge),რომლის საშუალებითაც დევნილები ელექტრონულად შეამოწმებენ მინიჭებულ ქულებს და განაცხადების განხილვის ყველა ეტაპის შესახებ  ინფორმაციას ოპერატიულად მიიღებენ.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics