|
2018-09-24 18:00:28, 2187 ნახვა
საზოგადოება
საია ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას „ომეგა ჯგუფის“ საკითხზე ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას „ომეგა ჯგუფის“ საკითხზე ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. "ექსპრესნიუსი" ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "2017 წლის 25 აპრილს შპს ,,ოჯთ“-მ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს კომპანიის სახელზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ. განცხადება საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახაზინო სამსახურს. 2018 წლის 30 მაისის #18/69791 წერილით შპს ,,ოჯთ“-ს სახაზინო სამსახურიდან ეცნობა, რომ მის მიერ ნამდვილად არის 2017 წლის 25 აპრილს წარდგენილი განცხადება შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, თუმცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალილანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის მიერ საკითხი არ განხილულა, ვინაიდან ამ პერიოდში სხდომა არ ჩატარებულა. აღნიშნული პასუხიდან ჩანს, რომ შპს ,,ოჯთ“-ს წარდგენილი ჰქონდა ყველა დოკუმენტი. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა განმარტოს რატომ არ ჩაინიშნა კომისიის სხდომა - შესაბამისმა დეპარტამენტმა არ მიაწოდა ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარეს თუ თავად ფინანსთა მინისტრმა არ ჩათვალა საჭიროდ სხდომის დანიშვნა. მნიშვნელოვანია ნებისმიერ შემთხვევაში მიეთითოს შესაბამისი განმარტებაც. ამასთან, საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხზე საერთო სურათის შესაქმნელად, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ საკითხი ეხება მედია ორგანიზაციას, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პროაქტიულად გამოქვეყნდეს შემდეგი ინფორმაცია: • 2017-2018 წლებში რამდენმა პირმა მიმართა და მათგან რამდენი კომპანიის მიმართ მოხდა აღიარებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია საქართველოს მთავრობის განკარგულებით. • 2017-2018 წლებში რამდენჯერ შეიკრიბა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია (შესაბამისი თარიღების მითითებით) და რამდენი გადაწყვეტილება იქნა მიღებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხზე", - ნათქვამია განცხადებაში.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)