|
2018-09-24 17:48:57, 1222 ნახვა
საზოგადოება
თბილისში კრწანისობის დღესასწაული გაიმართა
თბილისში, კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, კრწანისობის ტრადიციული დღესასწაული გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე დაესწრნენ. ილია ელოშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც აღნიშნულ ღონისძიებას საფუძველი ჩაუყარა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა. „300 არაგველი არის ვაჟკაცობის, შემართების და გამარჯვების სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ კრწანისის ბრძოლა წავაგეთ, რეალურად, სამასმა არაგველმა ეს ბრძოლა მოიგო და საუკუნეებს დაუტოვა ასეთი მაგალითი, რომელზეც უნდა დაიზარდონ ჩვენი შვილები. მათ გვაჩვენეს მაგალითი იმისა, რომ წაგებული ბრძოლა არ არსებობს, თუკი შემართებით და ვაჟკაცურად იბრძოლებ“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა. 300 არაგველის მემორიალთან კრწანისის ბრძოლაში გარდაცვლილთა სავედრებელი პარაკლისი აღევლინა, მოგვიანებით კი ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ფოლკლორული და თეატრალური ნომრები. სცენაზე დაიდგა პერფორმანსი, რომელიც სიმბოლურად საქართველოს კუთხეების მრავალფეროვნებას და ქვეყნის ერთიანობას განასახიერებდა. სანახაობის შემდეგ მაყურებელმა საბრძოლო ხელოვნების შოუ იხილა: სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.
(NS)
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)