2018-09-24 17:33:47, 1646 ნახვა
საზოგადოება
სამგორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა [ვიდეო]
თბილისში, სამგორის რაიონში, საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე 2 ოთახი იწვის.
წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 20 კვ.მ ფართობი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი: ,