|
2018-09-24 11:36:21, 1149 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა გურჯაანში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი პირველი საწარმო გახსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო, რომელშიც ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია უკრაინულმა კომპანიამ „ეკოჯორჯიან გრუპმა“ განახორციელა, თანამედროვე სტანდარტების უცხოური წარმოების მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი. საწარმოს გახსნის ღონისძიებას საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი დაესწრნენ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყოველი ახალი საწარმოს გახსნა და ქვეყანაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები, რეგიონის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. კახეთის რეგიონისთვის წიპწის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის მიმართულებით ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე. „ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ნარჩენების მართვაა. 2014 წლიდან ჩვენ მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება და დავიწყეთ იმ გამოწნეხილი მასის მკაცრი კონტროლი, რომელიც ყურძნის გადამუშავების შემდეგ რჩება. საწარმოებიდან მიღებული ეს მასა, ანუ ჭაჭა, მრავალი წლის განმავლობაში მეორადი წარმოების, ანუ ღვინის ფალსიფიკაციის წყარო იყო, ეს ღვინო კი, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა. საწარმოდან ჭაჭის გატანა და ფიზიკურ პირებზე გადაცემა უკვე რამდენი წელია შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, ღვინის საწარმოები ყურძნის დაწურვის შემდეგ დარჩენილ ჭაჭას ანადგურებენ, რაც საკმაოდ გარკვეულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ახლადგახსნილ საწარმოში კი, ჭაჭის მასის გადამუშავებით, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია მიიღება“, - აღნიშნა მინისტრმა. მიმდინარე წელს საწარმოში დაგეგმილია 3 ათასი ტონა ყურძნის ჭაჭის მიღება-გადამუშავება, საიდანაც მიღებული იქნება 55-60 ტონამდე ყურძნის წიპწის ზეთი და წიპწის ფქვილი. პროდუქცია, ამ ეტაპზე, მთლიანად საექსპორტოდაა განკუთვნილი და რეალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თურქ და ესპანელ პარტნიორებთან მიმდინარეობს. საწარმოში მუდმივად დასაქმებული იქნება 25-მდე ადგილობრივი, ხოლო სეზონურად (აგვისტო-ნოემბერი), დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.
(NS)
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)