|
2018-09-22 10:46:48, 1218 ნახვა
საზოგადოება
გრეგ კრავჩუკმა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები შეაფასა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორს გრეგ კრავჩუკს შეხვდა. შეხვედრაზე პროფესორმა დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები შეაფასა. როგორც გრეგ კრავჩუკმა აღნიშნა, მავნებელთან ბრძოლის კუთხით 2017 წელთან შედარებით წელს გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოწვეულ ექსპერტს მადლობა გადაუხადა გამოცდილების გაზიარებისა და რეკომენდაციებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა მავნებელთან ბრძოლის საკითხში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს USAID/REAP მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ. გრეგ კრავჩუკის განცხადებით, მოსახლეობა უფრო მეტად ინფორმირებულია და, შესაბამისად, შედეგიც უკეთესი აქვთ. პროფესორმა დადებითად შეაფასა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მავნებელის საწინააღმდეგოდ განხორიელებული ღონისძიებები. „დასავლეთ საქართველოში სამდღიანი ვიზიტით ვიმყოფებოდი. აშკარაა, რომ ფერმერები, რომლებმაც გაითვალისწინეს რჩევები, ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას საკუთარ ბაღებში, საუკეთესო შედეგს მიიღებენ“, - განაცხადა გრეგ კრავჩუკმა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის მუშაობა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართველი სპეციალისტები მავნებლის საწინააღმდეგო ყოველდღიური ღონისძიებების გატარების გარდა, ცდილობენ, განავითარონ მიდგომები და საქართველოზე მორგებული მეთოდებით ებრძოლონ მავნებელს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)