|
2018-09-21 12:57:10, 2076 ნახვა
საზოგადოება
„პარლამენტის თბილისში გადატანით ქუთაისელები ფინანსურ შემოსავალს დაკარგავენ“ - ოპოზიციის შეფასებები
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ხათუნა გოგორიშვილი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს. როგორც გოგორიშვილმა აღნიშნა, ქუთაისში პარლამენტის არსებობა მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. „ეს ნიშნავს, რომ ქუთაისს, საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი აღარ ექნება. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის წევრები აღარ ჩამოვლენ, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის აპარატის ასეულობით თანამშრომელი აღარ ჩამოვა, ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილების და შემოსავლის მოკლება ქუთაისელებისთვის და არანაირად საქართველოს ურბანულ განვითარებას ხელს არ შეუწყობს“, - განაცხადა გოგორიშვილმა. საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სალომე სამადაშვილიც ეხმაურება. დეპუტატი ოპონენტის აზრს იზიარებს და აცხადებს, რომ პარლამენტის თბილისში გადატანით ქუთაისელები დამატებით ფინანსურ შემოსავალს დაკარგავენ. „ეს პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ჯერ კიდევ 2012 წელს და შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ ვერანაირი დეცენტრალიზაცია ვერ ხდება, ქუთაისში როგორ ცხოვრობს ხალხი თქვენ თვითონ ჩამოდიხართ და ხედავთ, ვერანაირი სამუშაო ადგილები ვერ იქმნება. რა თქმა უნდა, ის, რომ ჩვენ აქ აღარ ჩამოვალთ უკვე ორ კვირაში ერთხელაც კი, როდესაც დღეს ორ კვირაში ერთხელ მაინც ჩამოდის პარლამენტი ქუთაისში, შესაბამის ზეგავლენას მოახდენს იმ ხალხზე, ვინც არის დაკავშირებული ამ პარლამენტის საქმიანობასთან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში 2019 წლის იანვრიდან გადმოვა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)