21:16 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 12:42:03, 1541 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობასა  და  ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მაღალი სოციალური მნიშვნელობის მქონე დაავადებებზე სკრინინგული გამოკვლევების პროცესებში ეროვნული ცენტრის ჩართულობის გაღრმავებას, მათ შორის - C ჰეპატიტსა და შიდსზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გასვლითი მრავალპროფილური სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების აქციებში ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა მონაწილეობას. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის ობიექტებისა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივ ღონისძიებებში ეროვნული ცენტრის მონაწილეობას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics