|
2018-09-20 15:00:07, 1047 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში სამედიცინო განათლების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ზაზა ბოხუა საქართველოში სამედიცინო განათლების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ყურადღება საქართველოში სამედიცინო განათლების მიმართულებით პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე გაამახვილა. „სამედიცინო განათლების 100 წელი საქართველოში" - ამ სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართული კონფერენცია სამედიცინო განათლების აქტუალურ საკითხებს - XXI საუკუნის ექიმის მომზადებას და ამისთვის აუცილებელი კომპეტენციების შეძენას, დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების გლობალურ და ეროვნულ სტანდარტებს, მედიცინის ახალი დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნებს მიეძღვნა. კონფერენციაზე ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (Association for Medical Education in Europe -AMEE) პრეზიდენტი, ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ტრუდი რობერტსი მოხსენებით წარსდგა თემაზე: "როგორ მოვამზადოთ 21-ე საუკუნის ექიმები". პროფესორი ტრუდი რობერტსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი ხნის პარტნიორია - მისი კოორდინაციით 2011-2014 წლებში უნივერსიტეტში განხორციელდა ევროკიმისიის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროექტი "დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში". ამ პერიოდში მისი ხელშეწყობით უნივერსიტეტში დაარსდა აკადემიური განვითარების ცენტრი, სადაც სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგს გადიან უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები. 2017 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ პროფესორ ტრუდი რობერტს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა თსსუ-ის მედიცინის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ შენგელია, სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია, თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე და თსსუ-ის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გივი ჯავაშვილი. მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)