14:25 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 18:08:06, 1920 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება, რომელსაც ხორბლის იმპორტიორები აპროტესტებენ, 3 თვით გადავადდება

დღეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა.  

ფინანსთა მინისტრმა მათ გააცნო ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდეს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედების ვადა, რომლის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა/გატანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით ცალკეულ შემთხვევაში დასაშვები ხდება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანხმობით, სხვა შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის ექსპორტ/იმპორტი შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით.

ფინანსთა მინისტრმა ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავ მეწარმეებსა და მძღოლებს ბრძანების ამოქმედებამდე დარჩენილ პერიოდში, შესთავაზა საინიციატივო ჯგუფისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერთობლივად დაიწყებდა მუშაობას ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისა და საბოლოოდ ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

„ჩვენ კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და პრობლემის მოგვარებისთვის. ვფიქრობთ, პირველ იანვრამდე საკმარისი დროა იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს საკითხი და მოვძებნოთ ყველასთვის უმტკივნეულო და მისაღები ვარიანტი. გაძლევთ პირობას, თქვენ გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.მჯერა, რომ მივაღწევთ შეთანხმებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მან შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გაფორმების ეკონომიკურ ზონას მისცენ მუშაობის განახლების საშუალება და დიალოგი გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics