14:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 16:49:55, 1954 ნახვა

საზოგადოება
არაუმეტეს 40-საათიანი სამუშაო კვირის მოთხოვნით, კანცელარიასთან დღეს აქცია გაიმართება

არაუმეტეს 40-საათიანი სამუშაო კვირის მოთხოვნით დღეს, მთარვობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი “სოლიდარობის ქსელია”. როგორც აქციის აღწერაში ვკითხულობთ, საუკუნეზე დიდი ხანია დადგენილია, რომ 40 საათი საკმარისი სამუშაო დროა საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენისთვის, ხოლო იშვიათი საჭიროებების შემთხვევაში ზეგანაკვეთური შრომა აუცილებელი სამუშაოა, რომელიც ყოველ ჯერზე დასაქმებულთან შეთანხმებით უნდა შესრულდეს.

"საქართველომაც შრომის კოდექსში ჩადო ამის შესახებ მუხლი, თუმცა, გამოტოვა უმეტესი ბიზნესი, რომლებსაც შეუძლიათ კანონიერი ხრიკი გამოიყენონ, სახელად - ‘სპეციფიური კატეგორია’ (48 საათიანი სამუშაო კვირა, როგორც ნორმა) რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყოველ კვირა 8 ნამუშევარი საათისთვის განკუთვნილ ხელფასს გაკლებენ. ამას ჩვენ მოპარულ ხელფასს ვუწოდებთ. ამასთან ერთად, შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების ტარიფს, შედეგად კომპანიების უმრავლესობა 10 თეთრით ზრდის საათობრივი ანაზღაურების ტარიფს. გამოდის, რომ ზეგანაკვეთური საათებისთვის გაზრდილი ტარიფი პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენ ვითხოვთ 40 საათიან სამუშაო კვირას ყველასთვის!", - ნათქვამია აქციის აღწერაში. 


 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics