14:14 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 13:06:12, 1073 ნახვა

საზოგადოება
სატვირთო მანქანების მძღოლების მიერ ფინანსთა მინისტრისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება - იმპორტიორები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან

ლილოში მდებარე გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ხორბლის იმპორტიორთა პროტესტი გრძელდება.

ასობით იმპორტიორი ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ბრძანებას აპროტესტებს და მის გაუქმებას მოითხოვს.

საუბარია მინისტრის ბრძანებაზე, რომლის თანახმად 1 ოქტომბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის შემოტანა აიკრძალება და საქონლის შემოტანა/გატანა მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. 

აღსანიშნავია, რომ იმპორტიორების მიერ მიცემული ბოლო ვადა ბრძანების გასაუქმებლად დღის ბოლომდე იწურება.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ ბრძანება არ გაუქმდება, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს და ავტომაგისტრალების გადაკეტვას დაიწყებენ.

მანამდე განცხადება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ გეზ-ში ამ დრომდე სამუშაო პროცესი შეწყვეტილია.

„ამ დროისთვის გეზ-ში შეწყვეტილია გაფორმების პროცედურების წარმოება სრულად, მათ შორის, იმ იმპორტირებისთვისაც, ვისაც მალფუჭადი პროდუქტი (კვების პროდუქტი, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საქონელი) შემოაქვს ქვეყანაში და საჭიროებს პროცედურების დადგენილ ვადებში გავლას. აქვე გაცნობებთ, რომ გეზი საქმიანობას 24/7 რეჟიმით ახორციელებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კვლავაც მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და მოუწოდებს ხორბლის იმპორტიორებს შექმნან საინიციატივო ჯგუფი მოლაპარაკების საწარმოებლად“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics