13:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 12:24:44, 785 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საქართველოს კლიმატის ცვლილებების კონფერენციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

კონფერენცია, ღია დიალოგის ფორმატში, კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის შემუშავების შესახებ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (NDC) პროცესის გაცნობას ისახავს მიზნად.

როგორც დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კლიმატის საკითხთან დაკავშირებით ღია დიალოგის ფორმატში მსჯელობა კლიმატის ცვლილების ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს. მინისტრმა ორგანიზატორებს, გერმანიის მთავრობას და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) და კონფერენციის  მონაწილეებს  ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

 „საქართველომ 2015 წელს ეროვნულ დონეზე დააფიქსირა საკითხისადმი დამოკიდებულება, როდესაც „პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილებების შესახებ“ ხელმომწერი გახდა. საქართველო აქტიურად მონაწილეობს იმ პოლიტიკის შექმნაში, რომელიც, ერთი მხრივ, კლიმატის ცვლილების შემცირებას და, მეორე მხრივ, კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გეგმის შემუშავებას უკავშირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარებისას ემისიები მაქსიმალურად იყოს შემცირებული და ასევე, გვქონდეს კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ეროვნული პოლიტიკა. მნიშვნელოვანია ყველა ინსტიტუციის კოორდინირებული მუშაობა. ევროკავშირის ინიციატივა „მერების შეთანხმება“ ფარგლებში, საქართველოს  23 მუნიციპალიტეტი 2020 წლისათვის ემისიების 20%-ით  შემცირების ვალდებულებას იღებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, დანიელ ჰაასის განცხადებით, საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის ხელმომწერია, რაც ქვეყანას აღნიშნული მიმართულებით რიგ ვალდებულებებს აკისრებს.

„საკითხი მეტად კომპლექსურია. დღევანდელი ღონისძიება კი, ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებისთვის საჭირო ყველა ორგანიზაცია და დაინტერესებული მხარეა წარმოდგენილი. მე მოხარული ვარ, რომ აღნიშნულ აქტივობაში გერმანიის მთავრობას თავისი წვლილი შეაქვს“, - განაცხადა დანიელ ჰაასმა.

ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics