08:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 17:17:07, 535 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოსა და „ახალი ტალღის“ პროექტის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ

დღეს, საზოგადოებრივ კოლეჯში აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოსა და „ახალი ტალღის“ მიერ განხორციელებული პროექტების „დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით“ და ,,სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა’’ - კურსდამთავრებულთა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი ჩატარდა.

ღონისძიებას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი ესწრებოდა. კოლეჯსა და დასაქმების სააგენტოს შორის 2018 წლის 19 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში განხორციელდა პროფესიული გადამზადება ქვეპროგრამების ,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით’’ და ,,სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა’’.

პროექტის ფარგლებში პროფესიების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდა რეგიონში მოქმედი დამსაქმებელთა გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად.

შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა/მიწოდების დისბალანსისა და უმუშევრობის შემცირება შესაძლებელია ბაზრისა და სამუშაო ძალის როგორც სტრუქტურული, ასევე ხარისხობრივი სრულყოფის გზით, რაც ბაზრის საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული სწავლებით მიიღწევა. სსიპ დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი ქვეპროგრამა ,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით’’ პროფესიული გადამზადების კომპონენტი საპილოტე პროექტია, რომლის მიზანი იყო სამუშაო გამოცდილების და ინდივიდუალური განათლების მქონე პირის კვალიფიკაციის სრულყოფა და შრომის ბაზარზე მისი მდგრადობის გაუმჯობესება სამუშაოსთან თავსებადი გადამზადების მოკლევადიანი კურსის შეთავაზებით და სერტიფიცირების გზით, ხოლო ქვეპროგრამის ,,სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა’’ - მიზანია სწავლის პარალელურად სტუდენტების დასაქმების ხელმშემწყობი ღონისძიებების გატარებით სტუდენტებში შრომითი უნარების განვითარება და დასაქმების მაჩვენებლის ზრდა. ახალგაზრდებში უმუშევრობის პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ახალგაზრდების კვალიფიკაციისა და უნარების შესაბამობითა და სამუშაო გამოცდილების მიღებით, რაც მოკლევადიანი ინტენსიური საგანმანთლებლო პროგრამით მიიღწევა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics