08:38 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 11:28:58, 633 ნახვა

რეგიონი
ანატოლი ბიბილოვი: ბაშარ ასადი სამხრეთ ოსეთს აუცილებლად ეწვევა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, სირიის ლიდერი ბაშარ ასადი რეგიონში ჩასვლას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეტია" ავრცელებს. 

როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, ასადის გადაწყვეტილება რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს პოლიტიკური გმირობის ტოლფასია. 

„შეძლებს თუ არა ბაშარ ასადი ცხინვალში დამოუკიდებლობის 10 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჩამოსვლას, ჯერ უცნობია. მაგრამ ის, რომ პრეზიდენტი ცხინვალში აუცილებლად ჩამოვა, ეჭვგარეშეა. როცა მას ვემშვიდობებოდი, მითხრა: „შეხვედრამდე სამხრეთ ოსეთში“, - განაცხადა ბიბილოვმა.

ცნობისთვის, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი დამასკოში "ოფიციალური ვიზიტით" იმყოფებოდა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდა. ანატოლი ბიბილოვმა ასადს საჩუქრად ხანჯალი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ჯილდო გადასცა. 

შეგახსენებთ, სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა. საქართველომ თავის მხრივ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთბები გაწყვიტა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics