19:18 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 10:58:09, 607 ნახვა

რეგიონი
აგვისტოში აჭარაში ინოვაციური პროექტი იწყება

2018 წლის აგვისტოს თვიდან აჭარაში ინოვაციური პროექტი - "ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარაში“ იწყება. 

პროექტის მიზანია - აჭარის, როგორც ტურისტულად სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონის, ტუბერკულოზისაგან თავისუფალ ,,კუნძულად“ ქცევა. 

პროექტი განხორციელდება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, გლობალური ფონდისა და აჭარის ა/რ მთავრობის დაფინანსებით.

⤵ პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაგეგმილია რეგიონის მოსახლეობაში:

▶ ტუბერკულოზის, 
▶ c ჰეპატიტისა და
▶ აივ/შიდსის ინტეგრირებული სკრინინგი, 
▶ ტუბერკულოზით დაავადებულთა ზედამხედველობა მკურნალობის გამოსავლების გაუმჯობესების მიზნით. 

პროექტის ფარგლებში 31 ივლისიდან დაგეგმილია ჯანდაცვის პროვაიდერთა ტრენინგები და გადამზადება. გლობალური ფონდის დაფინანსებით პროექტის განსახორციელებლად რეგიონს გადმოეცემა მობილური ლაბორატორია, ქ. ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებისთვის სატრანსპორტო საშუალებები, სადიაგნოსტიკო ტესტები და სხვა სახარჯი მასალა. მობილური ლაბორატორია რეგიონის სოციალურად დაუცველ მოწყვლად ჯგუფებში და სხვა ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვან ლოკაციებში განახორციელებს სკრინინგულ კვლევებსა და ექიმ-ფტიზიატრის კონსულტაციას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics