19:20 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 11:23:29, 655 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობას შეხვდა

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გომის, თაგინურის, მთაპატარას, ნაფოცხვარას, ხარითაღის, მერიაყელის და ტყის ველას მთებში იმყოფებოდა, სადაც საზაფხულო იალაღებზე ჭვანის, ბარათაულის, წყალსაყრის, უჩამბის, დაბის მოსახლეობა სეზონურად იმყოფება. იგი შეხვდა მოიალაღეებს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

მერმა, მოიალაღეებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები გააცნო და მათგანაც მოისმინა მთებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

მოიალაღეებმა ძირითად მთებში მისასვლელი გზების რამოდენიმე ლოკაციაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა და შუქთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება ითხოვა, რაზეც განემარტათ, რომ ამ დროისათვის ზამთრის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები აღდგენილია და მიმდინარე დღეებში მოხდება მოსახლეობაზე შუქის მიწოდება. ტენდერი გამოცხადებულია და საკითხი მოგვარდება მთების უბნებში შიდა ქსელის გაყვანასთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში მოწესრიგდება და აღდგება გზების დაზიანებული მონაკვეთებიც.

მთებში განხორციელდა ამბოლატორიების ექიმთა გეგმიური ვიზიტები, მოიალაღეებს სეზონის დასრულებამდე მოემსახურება ექთანი. განხილული იქნა ასევე ვეტერინალთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც დადებითად გადაწყდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics