|
2018-07-30 09:20:30, 466 ნახვა
რეგიონი
ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მაგისტრალური არხის 2,5 კმ. სიგრძის მონაკვეთი გაიწმინდა მცენარეებისგან, გაკეთდა ლითონის მილხიდები და მოეწყო საექსპლუატაციო გზა. გაიჭრა ახალი სადრენაჟო-საკოლექტორო და საირიგაციო დანიშნულების არხი, რაც დამატებით 350 ჰა მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს. სამუშაოების შედეგად მაგისტრალური არხის ახალმოწყობილი მონაკვეთის ტევადობა და სიღრმე გაიზარდა. პარალელურად, ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის სხვადასხვა მონაკვეთზე ფილტრაციის საწინააღმდეგო სამუშაოები ჩატარდა, რაც, მომავალში მიწის ფართობების შესაძლო დამეწყვრას გამორიცხავს. ზემო ალაზნის მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქრთველოს მელიორაციამ“ განახორციელა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)