2018-07-28 13:28:53, 550 ნახვა
რეგიონი
მაშველებმა ბათუმში, შავი ზღვიდან საფრანგეთის მოქალაქეები უვნებლად გამოიყვანეს
ბათუმში, შავი ზღვიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საფრანგეთის 4 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.
უწყების ცნობით, ტურისტები, სანაპიროდან 5 კმ-ში, კატარღით სეირნობდნენ, რომელიც მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.
მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტორი: ,