07:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-27 17:10:33, 721 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ ნინო ნიჟარაძე დაინიშნა.

სამინისტროს ინფორმაციით, ის დღემდე აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ხელმძღვანელობდა.

ნინო ნიჟარაძეს აღნიშნულ უწყებაში საქმიანობის 19 წლიანი გამოცდილება აქვს:

● 1999 - 2004 წლებში იყო აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში;

● 2004 - 2007 წლებში აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი არაინფექციურ დაავადებათა მართვის დარგში;

● 2007 - 2012 წლებში აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მთავარი სპეციალისტი, პროგრამების მართვის დარგში;

● 2012 - 2017 წლებში აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე.

✔️ნინო ნიჟარაძეს დამთავრებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, სპეციალობა-სამკურნალო საქმე. მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი შემდეგი მიმართულებებით: ეპიდემიოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია, ასევე ზოგადი პროფილის ექიმი - მკურნალი.

✔️2015 წლიდან დღემდე არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრატურის ლექტორ-მასწავლებელი.

✔️2008 - 2011 წლებში იყო სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაცია (MSCI, USAID)–პროექტის „ტუბერკულოზის მართვა და კოორდინაცია“ კოორდინატორი. ✔️რაც შეეხება, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სხვა მოადგილეებს, მათ საკადრო ცვლილებები არ შეხებიათ. ზურაბ თენიეშვილი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კვლავ სოციალურ მიმართულებას უხელმძღვანელობს, ის მინისტრის მოადგილედ 2014 წელს დაინიშნა.

✔️ნონა გალოგრეს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის 31 წლიანი გამოცდილება აქვს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე 2008 წლიდან საქმიანობს.

✔️რამაზ ჯინჭარაძე უწყებაში 2004 წელს დასაქმდა, მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, ხოლო მინისტრის მოადგილედ 2009 წელს დაინიშნა და მას შემდეგ თანამდებობა არ შეუცვლია.

✔️აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს სულ ოთხი მოადგილე ჰყავს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics