07:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 16:37:40, 516 ნახვა

რეგიონი
შემეცნებით ექსკურსიებში მაღალმთიანი აჭარიდან 512 მოსწავლე იქნება ჩართული

აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ექსკურსიები დაიწყო.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ბათუმში მყოფ მოსწავლეებს არქეოლოგიურ მუზეუმში შეხვდა  და მათი შთაბეჭდილებები გაიზიარა. თორნიკე რიჟვაძემ დადებითად შეაფასა შემეცნებითი ექსკურსიები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ისტორიისა და კულტურის კუთხით ცოდნის ამაღლებას.

თორნიკე რიჟვაძე გაეცნო ასევე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მუშაობის სპეციფიკას და მუზეუმში დაცულ ექპონატებს. მთავრობის თავმჯდომარე მუზეუმის მომსახურებით დაინტერესდა, რაც ტურისტული ქალაქისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

პროგრამის ფარგლებში, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების 512 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდა.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics