07:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 17:09:04, 543 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ჭადრაკის ოლიმპიადის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჭადრაკის ოლიმპიადის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას აჭარის მთავრობის და ბათუმის მერიის წარმომადგენლებთან ერთად საჭადრაკო  ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და ოლიმპიადის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

საორგანიზაციო საკითხების განხილვამდე ხაზი გაესვა მსოფლიო ოლიმპიადის მნიშვნელობას როგორც ჭადრაკის მიმართულებით ცნობიერების გაზრდის, ისე ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციის  კუთხით.

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფიდეს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დასმული საკითხების ძირითადი ნაწილი გადაჭრილია. რჩება რიგი საკითხები, რომელთა შესრულება სამთავრობო კომისიის დახმარებით სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ოლიმპიადის ირგვლივ არსებული ყველა აქტუალური საკითხი  სამუშაო შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განიხილა.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება. უდიდეს სპორტულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics