05:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-22 12:49:40, 555 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხზე საინფორმაციო კამპანია გაიმართება

კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლები კამპანიის „ძალა ევროპაშია" ფარგლებში საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად აჭარის რეგიონს  ესტუმრებიან.  ტურის მიზანია,  მოსახლეობისათვის  მეტი ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დადებით მხარეებსა და ამავე დროს, რუსული პროპაგანდის გავლენებზე. 

ორი დღის განმავლობაში მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრები დაგეგმილია  ქედის, ხელვაჩაურის და ბათუმის მაცხოვრებლებთან. ასევე, შეხვედრა შედგება სტუდენტებთან ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში.

ტურის ფარგლებში მოეწყობა ღია დისკუსიები მოსახლეობასთან, სადაც მათ საშუალება ექნებათ კამპანიის მონაწილეებისგან მოისმინონ, თუ რა უპირატესობა აქვს ევროპულ ინტეგრაციას  და გამოხატონ საკუთარი აზრი აღნიშნულ საკითხზე. შეხვედრებზე კამპანიის წარმომადგენლები მოსახლეობასთან დისკუსიას გამართავენ იმის შესახებ, თუ როგორ ვიბრძოლოთ ერთობლივი ძალებით რუსული პროპაგანდის ნარატივის წინააღმდეგ. 

კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

კამპანიის შესახებ
„ძალა ევროპაშია" კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ და უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების სწორად გააზრებისა და პოპულარიზაციის პროცესში.

რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის შედეგად გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციების შენარჩუნებას ეწინააღმდეგება. სწორედ ამ არასწორი მითების გასაბათილებლად, ასევე დასავლური ინტეგრაციის პროცესის დადებითი შედეგებისა და სარგებლის საჩვენებლად ხორციელდება კამპანია „ძალა ევროპაშია" "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" და კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" მიერ, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის 24 საზოგადოებრივი ორგანიზაცია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics