|
2018-07-19 15:27:42, 669 ნახვა
რეგიონი
ქვემო სილეზიის სეიმიკმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრი, ილია ვერძაძე, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ქვემო სილეზიის სეიმიკის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების ცერემონიაში მონაწილეობდნენ. ქვემო სილეზიის სეიმიკის საგანგებო სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა: „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. უახლოესი წარსულის სამხედრო აგრესიამ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია, ქვეყნის 20% ოკუპირებულია. მისასალმებელია, რომ თქვენმა ქვეყანამ და ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა საქართველოსადმი მხარდაჭერა და მკაფიოდ დააფიქსირა მისი ურყევი პოზიცია. პოლონეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრასა და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთის რესპუბლიკის ოფიციალური პირები საერთაშორისო დონეზე, მუდმივად აფიქსირებენ საქართველოს მხარდამჭერ პოზიციას. ???? მოხარული ვართ, რომ ჩვენმა მეგობარმა ქვემო სილეზიის რეგიონულმა პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რეზოლუციის მიღებით მხარი დაუჭიროს ქვეყნის სუვერენიტეტს და დაგმოს ქვეყნის ოკუპაცია. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, სეიმიკის თავმჯდომარეს, მარშალს, პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას და პოლონელ ხალხს მხარდაჭერისათვის“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის სეიმიკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელიც შარშან გაფორმდა და რეგიონებს შორის მრავალმხრივ ურთიერთობებს ითვალისწინებს.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)