|
2018-07-18 12:46:01, 796 ნახვა
რეგიონი
სამედიცინო დაწესებულებებში ბავშვის მიტოვების პრევენციის საკითხზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა
სამედიცინო დაწესებულებებში ბავშვის მიტოვების პრევენციის სამოქმედო ინსტრუქციის გაცნობის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ოდიშარიამ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ზაალ მიქელაძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ პედიატრებთან, ნეონატოლოგებთან და ნევროლოგებთან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში ბავშვის მიტოვების პრევენციის სამოქმედო ინსტრუქცია დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით და განკუთვნილია ჯანდაცვის პერსონალისთვის, რომლებიც დასაქმებულნი არიან ადრეული ასაკის ბავშვებთან სამშობიარო სახლებში, ჯანდაცვის პირველად რგოლსა და სტაციონარში - ნეონატოლოგების, პედიატრების, მეან-გინეკოლოგების, ოჯახის ექიმების, მედდებისთვის/ექთნებისთვის. „ინსტრუქციის თანახმად ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ მშობლების დროული და სწორი ინფორმირება ბავშვის მდგომარეობის შესახებ და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ამცირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიტოვების რისკს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ექიმებმა, ბავშვების მშობლებს ინფორმაცია შვილების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ან/და შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ მიაწოდონ არა როგორც განაჩენი, რამაც შეიძლება განაპირობოს მშობლების მიერ ბავშვზე უარის თქმა, არასწორი და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება, არამედ მისცენ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალება, ასევე, გაუწიონ კონსულტირება არსებულ მომსახურებებთან დაკავშირებით. სამედისინო პერსონალის მიერ ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის დადებით ზეგავლენაზე მშობლის კონსულტირების მიუხედავად, თუ მშობელმა მაინც გადაწყვიტა შვილის მიტოვება ან ბავშვის სხვა პირზე გადაცემა, სასწრაფოდ უნდა ეცნობოს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს, მის ტერიტორიულ ერთეულებს (ssa.gov.ge) ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (1505)“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე სამედიცინო პერსონალს საინფორმაციო მასალებიც დაურიგდა.
(NS)
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)