05:22 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 12:24:55, 627 ნახვა

რეგიონი
გოგი წულაიამ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან კუბო მიიტანა [ვიდეო]

პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა გოგი წულაიამ ქუთაისის პარლამენტის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო.

 მან და მისი პარტიის წარმომადგენელებმა ადგილზე სიმბოლურად კუბო მიიტანეს და პანაშვიდი გამართეს.

როგორც გოგი წულაიამ აღნიშნა, ამ ფორმით ის მდგომარეობა გამოხატეს, რომელშიც პარლამენტი და მთავრობაა.

„დღევანდელი პარლამენტი ეს არის უკვე საბოლოო დასამარება ქართული პარლამენტარიზმის, დღევანდელი პარლამენტი ეს არის ბოლო ლურსმნის დაჭედება ხელისუფლებაზე, რომელსაც საპარლამენტო ხელისუფლება ჰქვია, იქნება ხანგრძლივი ტაში, მქუხარე ტაში, ოვაციაში გადაზრდილი ტაში, რაც ხდებოდა "სკ-პკ" ყრილობებზე. მაგრამ მე მათ ვპირდები, ისინიც მალე დასამარდებიან როგორც პოლიტიკოსები. ამ ფორმით გამოვხატეთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის პარლამენტი და მთავრობა. პარლამენტს ყველა ხელისუფლების პირობებში უჭირდა, მაგრამ სულს ღაფავდა, ბიძინა ივანიშვილის პირობებში კი, საბოლოოდ დასამარდა", - განაცხადა გოგი წულაიამ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics