|
2018-07-10 16:21:36, 463 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძემ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აიშე ბერიძეს 100 წლის იუბილე მიულოცა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცაში მცხოვრებ აიშე ბერიძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აიშე ბერიძეს ჰყავს 4 შვილი, 12 შვილიშვილი, 19 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი. ის წლების განმავლობაში წარმატებულად ეწეოდა მეთამბაქოეობას. საუკუნის ქალბატონს დაბადებიდან 100 წლის იუბილე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ზაალ მიქელაძემ და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ მიულოცეს. იუბილარს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ფარგლებში 1000 ლარი გადაეცემა. სამინისტრო პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წელის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს. ამჟამად აჭარაში 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული 34 მოქალაქე ცხოვრობს, ყველა მათგანი ქალბატონია, 4 მოქალაქეს 1000 წელი წლის ბოლომდე შეუსრულდება. ქედის მუნიციპალიტეტში შადიე ბერიძის გარდა 100 წელს გადაცილებული ორი ქალბატონი ცხოვრობს. 106 წლის ზექიე მჟავანაძე და 101 წლის ფატყუმე ბოლქვაძე. აჭარაში ყველაზე უხუცესი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეებში მცხოვრები ფიქრიე ირემაძეა, ის 1905 წელს დაიბადა და 2018 წელს 113 წელი შეუსრულდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)