03:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 14:57:38, 556 ნახვა

რეგიონი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ბთუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება

13 ივლისს, ბათუმში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ფორუმი სასტუმრო "ვინდემ ბათუმში" (მის.: მემედ აბაშიძის ქუჩა N33) 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გაგრძელდება.

დასაქმების ფორუმზე 35-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით ჩაერთვება. კერძო სექტორი ფორუმზე თავისუფალ სამუშაო ადგილებს  მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგენს.

დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. დასაქმების ფორუმის მიზანია: ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება; შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის  დისბალანსის აღმოფხვრა; დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დროის მცირე მონაკვეთში, დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების უშუალო კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

დასაქმების ფორუმის ძირითად სამიზნე ჯგუფს პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი წარმოადგენს. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს, პერსონალურ მობილურ ნომერზე, უკვე გაუგზავნა საინფორმაციო, მოკლე ტექსტური შეტყობინება ბათუმის ფორუმის შესახებ. სააგენტომ  ორგანიზება გაუწია დასაქმების ფორუმში მსხვილი და საშუალო დამსაქმებლების დასწრებას. ფორუმის მსვლელობისას მოხდება ყველა იმ მოქალაქის რეგისტრაცია დასაქმების პორტალზე, ვინც ამ დრომდე worknet.gov.ge-ზე არ დარეგისტრირებულა.

დღეის მდგომარეობით, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპი ხორციელდება. მეორე ეტაპი - შემოდგომაზე დაიწყება და დასრულებისთანავე სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ანალოგიური, მასშტაბური დასაქმების ფორუმი უკვე თელავშია დაგეგმილი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics