|
2017-05-03 19:00:15, 3271 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ყიფიანი: სევასტოპოლში აღვნიშნავთ 9 მაისს, საქართველოს გაღიზიანებულმა მოსახლეობამ აქ 17 მაისი აღნიშნოს
„საქართველო-რუსეთის ახალგაზრდული კავშირის“ თავმჯდომარის ირაკლი ყიფიანის განცხადებით, რუსული ბაიკერ-კლუბის "ღამის მგლების" წევრები საქართველოში ჩამოსვლას აღარ აპირებენ. როგორც ყიფიანმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ისინი სევასტოპოლში აღნიშნავენ. "ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. თუმცა აწი, მივულოცავ ქართველ ხალხს, იმ ადამიანებს ვინც წამოეგო "ნაციონალური მოძრაობის" "შავ პიარს" და მივულოცავ ამერიკული ოცნების, ამერიკული დემოკრატიის გამარჯვებას. ჩვენ, ახალგაზრდები, ვეტერანებიც წავალთ და სევასტოპოლში აღვნიშნავთ 9 მაისს, საქართველოს დანარჩენმა მოსახლეობამ, ვინც გაღიზიანდა იმის გამო, რომ 9 მაისი უნდა აღგვენიშნა, საქართველოში 17 მაისი იზეიმოს. მივდივართ სევასტოპოლში და დამთავრდა ეს საგიჟეთიც. იქ კარგად აღვნიშნავთ, კარგად მოვილხენთ მტრების ჯინაზე. მალევე ჩამოვალთ და არავის ეგონოს, რომ მივდივართ და გზა და გზა გვაგინებენ. ვიცი, რომ იქნება ალბათ სარკასტული კომენტარებიც, მაგრამ 17 მაისი აღნიშნონ ამათმა აქ კარგათ", - განაცხადა ყიფიანმა. რაც შეეხება გუშინ ლარსის საბაჟო გამშვებ ფუნქტზე, რუსი ბაიკერების უკან გაბრუნებას, ყიფიანმა აღნიშნა, რომ ბაიკერებს შორის "ღამის მგლების" წევრებიც იყვნენ. "რამდენიმე ბაიკერი, რომელიც გუშინ საქართველოში არ შემოუშვეს, უბრალოდ ტურისტი იყო, რამდენიმე კი "ღამის მგლების" წევრი. ამ ბაიკერებს უთხრეს - როგორც კი ჩაივლის საცხრამაისო დღესასწაულები, უპრობლემოდ შემოგიშვებთ, ახლა კი მიბრძანდით უკან. გადაკეტეს საზღვარი და ჩვენ წინააღმდეგობის მოძრაობას არ დავიწყებთ, რადგან სეპარატისტები არ ვართ. ბრძოლას მებაჟეებს ვერ დავუწყებ. არ უშვებენ ნუ უშვებენ. სამწუხაროა უბრალოდ, რომ ამერიკის ელჩის, საქართველოს დირექტორის ბრძანებებს და განკარგულებებს ასრულებენ ჩვენი სამინისტროები. ახლა ვხდები როგორი უსუსურები არიან ის ადამიანები, რომლებიც მთავრობაში სხედან. არასდროს მქონია წარმოდგენა, რომ სახელმწიფოში ვცხოვრობდი. ყოველთვის ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება შედგეს. ის ადამიანები, ვისაც უნდა ამოეღო ხმა, ეს ხალხი არის დამალული, იმიტომ, რომ ამ 9-წლიანმა მიშა სააკაშვილის მმართველობამ და იმ რეჟიმმა, დიდი ნეჰილიზმი და შიში დათესა საზოგადოებაში. ასე გრძელდება ახლაც. ეს ამერიკის მიერ დაგეგმილი პოლიტიკაა, რომელსაც საქართველოში ატარებენ. რომელი სენატორი ვის რას კარნახობს, ჩვენ ამას არავინ გვეტყვის, მაგრამ ეს არის ფაქტი. რაზეც მწვანეს ანთებს ბატონი ამერიკის ელჩი, ის კეთდება, რაზეც წითელს ანთებს ის არ კეთდება, ხოლო რაზეც ყვითელს ანთებს, იმ მომენტში არავინ არაფერზე არ რეაგირებს და ელოდებიან მის გადაწყვეტილებას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი უნდა გავხდეთ, ვამბობ, რომ ღირსეულ სახელმწიფოში ცხოვრება გვინდა. თუ იქ ვცხოვრობთ და ესენი საითაც მიგვათრევენ, ვიხმარ ამ სიტყვას და ვიტყვი ამერიკის პასპორტები „ქე მაინც“ მისცენ ამ ხალხს, იქ წავლენ და იმუშავებენ, რადგან აქ ქართველი, როგორც მოაზროვნე აღარავის სჭირდება, ქართველი სჭირდებათ როგორც მუშა ხელი. ჩაახშეს ყველანაირი საღი აზრი საქართველოში. ჩემი იდეოლოგია ისეთია, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დალაგდეს. მე არ დავრბივარ რუსეთის დროშით, მაგას არ ვიკადრებ, და არც სხვა ქვეყნის დროშით მივლია", - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა. შეგახსენებთ, 9 მაისის დღესთან დაკავშირებით საქართველოში რუსული ბაიკერ-კლუბის, „ღამის მგლების“ წევრები გეგმავდნენ ჩამოსვლას. აღნიშნულს საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელში შესაბამისი პეტიციაც გავრცელდა, სახელწოდებით - „არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში“. ცნობისთვის, გუშინ, 50-მდე ბაიკერი, მათ შორის „ღამის მგლების“ წევრები საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. როგორც შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, მათთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის მიზეზი ქვეყნის კანონმდებლობაა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)