23:23 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 12:52:39, 1752 ნახვა

კომენტარი
ღლონტი: „ღამის მგლები“ პროპუტინურ ბანდიტურ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც რუსეთის მიერ ფინანსდება

პარტია "რეფორმატორების" თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი საგანგებო ბრიფინგით პროპუტინური ორგანიზაციის "ღამის მგლების" საქართველოში შემოსვლის მცდელობას ეხმაურება და ხელისუფლებას, მთავრობის მეთაურს და სუს-ის უფროსს გონივრული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. 

,,მიმაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინის მეგობარი ბაიკერების - ე.წ. "ღამის მგლების" საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვება მომეტებული საფრთხის მატარებელია ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის და ამ ბანდიტური ჯგუფის საქართველოში შემოსვლის უფლება მოსალოდნელი პროვოკაციების  თავიდან  აცილების  მიზნით უნდა  შეზღუდოს  საქართველოს  ხელისუფლებამ.

"ღამის მგლები" წარმოადგენს პროპუტინურ ბანდიტურ ორგანიზაციას, რომელიც ფინანსდება რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ფონდისგან, იმართება რუსული სპეც სამსახურების მიერ და მათი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციების მოწყობაა. 

,,ღამის მგლები'' წარმოადგენს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ე.წ. ,,ჰიბრიდული ომის'' ერთ-ერთ მექანიზმს, თავად ჰიბრიდული ომი მიმართულია ცივილიზებული და დასავლეთთან პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნების წინააღმდეგ, რომლის ადრესატსაც სამწუხაროდ საქართველო წარმოადგენს.  
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მსურს განმარტებაც გავაკეთო ამ ტიპის უკანონო ღონისძიებების მიმართ და განვმარტო, რომ ჰიბრიდული ომი ეს არის არასამხედრო ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანიც სამიზნე ქვეყნის ტერიტორიებზე პროვოკაციების ორგანიზება და სამხედრო ძალის გამოყენებისთვის ნიადაგის მომზადებაა. 

აშშ-მა და კანადამ, სხვდასხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, პოტენციური საფრთხეების და საკუთარი მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით მიიღო გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის ე.წ. შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით და ამ გზით მათ აეკრძალათ ამ ქვეყნებში შესვლა. 

მაშინ, როცა სულ ახლახან, 9 აპრილს პუტინმა და მისმა ხელისუფლებამ მორიგი უპატივცემულობა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და ცხინვალის რეგიონში მოაწყო ე.წ. რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ, როცა გასულ თვეში პირადად ლავრომა გახსნა აფხაზეთში არსებული რუსეთის საელჩოს ახალი კორპუსი - განსაკუთრებით ამ მოცემულობაში დაუშვებლად და სამარცხვინო ქმედებად მიმაჩნია რუსული სპეც სამსახურების მიერ მართული, პუტინის მეგობარი  ბაიკერების შემოსვლა  ჩვენს ქვეყანაში და მათთვის ,,გადარბენის'' უფლების მიცემა. 

მე მსურს მივმართო საქართველოს მთავრობის მეთაურს, ბატონ კვირიკაშვილს და სუს-ის უფროსს ვახტანგ გომელაურს, რათა არ დაუშვან მორიგი რუსული საფრთხის მიმართ უპასუხისმგებლობის გამოხატვა და უარი ეთქვას ამ საფრთხის მატარებელ  ორგანიზაციას საქართველოში შემოსვლაზე. 
აქვე მოვუწოდებ  შს მინისტრს,  შსს-ში შექმნილ კომისიაში იმსჯელონ ე.წ. შავი სიის ფორმირებაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ემოციური განხილვები და ყველა ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც უპატივცემულობას გამოხატავს ქართული სახელმწიფოს და ხალხის მიმართ, შეყვანილ იქნან ამ ნუსხაში. 

ხელისუფლების მხრიდან დაუდევრობის და უპასუხისმგებლობის გამოხატვის შემთხვევაში მაღალი ალბათობით 9 მაისს ჩვენ დავდგებით ახალი რუსული საფრთხის წინაშე და პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება საქართველოს მთავრობას  და მის მეთაურს", - ნათქვამია ირაკლი ღლონტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics